среда, 18 февраля 2009 г.


მე ვარ გვანცა მღებრიშვილი. წარმოშობით ვარ კასპის რაიონის სოფელ კავთისხევიდან. ამჟამად ვსწავლობ გორის N8 საჯარო სკოლის II კლასში. მყავს ძამიკო ნიკა. ჩემს ოჯახში ეს სახელი არავის ერქვა, ამიტომ პირველი გვანცა ვარ. დედიკოს მოსწონდა ძალიან და დამარქვა. ძალიან მაინტერესებდა გამეგო, თუ ვის ერქვა კიდევ ეს სახელი. გამეხარდა, როცა აღმოვაჩინე
ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერალი გვანცა ზაქარეიშვილი.
ის თეატრალური უნივერსიტეტის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის სპეციალობის მესამე კურსის წარჩინებული სტუდენტია.მესამე წელია, რაც ტელევიზიის პირველ არხზე ეწევა საინტერესო ჟურნალისტურ მოღვაწეობას. სიმღერა და ტელეჟურნალისტიკა მისი საყვარელი საქმიანობაა და გვანცა ამ ორ სფეროს წარმატებით უთავსებს ერთმანეთს.





.




მე ნიკა ვარ მღებრიშვილი . ეს სახელი მამიკომ დამარქვა. სანამ მე დავიბადებოდი, ჩემი მშობლები ხშირად სეირნობდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლთან. დავიბადე და... დამარქვეს ნიკა. ძალიან მომწონს ჩემი სახელი.

ნიკოლოზ ბარათაშვილი
(1817-1845)



ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიბადა ცნობილ ატისტოკრატულ ოჯახში. მისი მამა - მელიტონ ბარათაშვილი ერთ დროს ქართული თავადაზნაურობის მარშალი იყო. დედა - ეფემია - ერეკლე მეორეს შვილთაშვილი, გრიგოლ ორბელიანის და.
პატარა ნიკოლოზი, იგივე ტატო, როგორც მას მეტსახელად ეძახდნენ, თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში სწავლობდა,სადაც მისი მასწავლებელი იყო ცნობილი ქართველი მოღვაწე, შემდგომში 1832 წლის შეთქმულების აქტიური წევრი, დიდი პატრიოტი, ფილოსოფოსი - სოლომონ დოდაშვილი .
გიმნაზიაში სწავლის დასრულების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში შესასვლელად რუსეთს გამგზავრება ნიკოლოზ ბარათაშვილს აუხდენელ ოცნებად დარჩა. იმ დროისათვის მელიტონ ბარათაშვილის ოჯახი უკვე გაღარიბებული იყო და შვილის სწავლას ვერ უზრუნველყოფდა. მაშინ ნიკოლოზმა სამხედრო სამსახურში შესვლა მოიწადინა, მაგრამ არც იქ მიიღეს, რადგან ბავშვობაში გადატანილი ტრამვის გამო ოდნავ კოჭლობდა. იმედგაცრუებული პოეტი იძულებული გახდა რიგითი მოხელის სამსახურს დასჯერებოდა.იგი უკეთესი სამუშაოს საძიებლად ნახეჩევანში გაემგზავრა, შემდეგ კი განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ დაიღუპა მალარიით. იგი თბილისში 1893 წელს გადმოასვენეს და დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. 1934 წლიდან კი პოეტის ნეშტი მთაწმინდაზე განისვენებს.
დიდ პოეტად ბარათაშვილი პირველად ილია ჭავჭავაძემ აღიარა, თუმცა 1852-1853 წლებში გიორგი ერისთავსაც ჰქონდა გამოქვეყნებული მისი რამოდენიმე ლექსი ჟურნალ „ცისკარში“. ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების სრული კრებული კი 1876 წელს გამოიცა.
ნიკოლოზ ბარათაშვილი რომანტიკოსი მწერალი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი არასოდეს კარგავდა იმედის ნაპერწკალს და ყოველთვის უკეთეს მომავალს ელოდა. ეს თვისება მას გამოარჩევდა სხვა რომანტიკოსებისაგან, რომელთაც მომავლის რწმენა სრულიად დაკარგული ჰქონდათ.

ნიკა(ბერძნული)გამარჯვებული ქალღმერთის სახელია ანტიკურ მითოლოგიაში, ბერძნულში გვხვდება ქალის სახელად, ქართულში კი მიჩნეულია ნიკოლოზ-ის ან ნიკანდრო-ს შემოკლებულ ფორმად და ვაჟის სახელად არის ქცეული.

მე მიხარია და ვამაყობ ასეთი საამაყო ადამიანის სახელს რომ ვატარებ.